USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
"არ მოდუნდე, არ გაჩერდე" - გაიცანით წიგნების თაროს მონაწილე ცოტნე ქევხიშვილი

"არ მოდუნდე, არ გაჩერდე" - გაიცანით წიგნების თაროს მონაწილე ცოტნე ქევხიშვილი

2023-04-12 15:23:01

„ადამიანის ცხოვრებაში არის წუთები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება და სულ სასიამოვნოდ გვემახსოვრება… ჩემი დაუვიწყარი წუთები სწორედ თაროს ჩაწერები იყო”.

 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წიგნების თაროს პროექტის მეათე სტუდენტური სეზონი სულ მალე დაიწყება. მას არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ თავად მოთამაშეებიც სულმოუთქმელად ელიან. თუმცა, სანამ გადაცემებს გულშემატკივრების ამპლუაში შევუერთდებით, გადავწყვიტეთ, ის მოთამაშეები გაგაცნოთ, რომლებიც წიგნების თაროს პროექტს გამორჩეულს და დასამახსოვრებელს ხდიან.

 

"წიგნების თაროში" პირველად მონაწილეობა 4 წლის წინ მივიღე. მაშინ ჯერ კიდევ მეთერთმეტე კლასის წარმატებული მოსწავლე ვიყავი. კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა და როცა გაჩნდა იდეა, თუ ვინ მიიღებდა თაროში მონაწილეობას, კლასიდან მე ამირჩიეს”, - ასე იწყება საუბარი ცოტნე ქევხიშვილთან, რომელიც წიგნების თაროში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება და საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

 

 

„თაროს ხსენებაზე დღემდე ზუსტად ისეთივე ემოციებით ვივსები, როგორც სულ პირველად. მახსოვს, მაშინ გურიაში ვცხოვრობდი და იქედან დავდიოდი ყოველ ჩაწერაზე, გასაუბრებაზე და თაროსთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებაზე. ოღონდ მხოლოდ მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახი. ისინი გუნდურად მგულშემატკივრობდნენ, მელოდებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში, მაშინ, როცა გამოვდიოდი და ვამბობდი, "დე, მოვიგეთ"- მეთქი, საოცრად განათებულ სახეს ვხედავდი. წაგებაზე კი მამხნევებდნენ და მამშვიდებდნენ“, - ამბობს ცოტნე.

 

როგორც თავად აღნიშნავს, წიგნების თაროს პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებული გამოცდილება იყო - „რომ მკითხონ ცხოვრებაში რას არ ინანებ არასდროსო, ვეტყვი, თაროში მონაწილეობას-მეთქი“.

 

ასეთივე განსაკუთრებული პროცესი იყო გადაცემების ჩაწერაც. გვიყვება, რომ ეს თავდაუზოგავ შრომასთან ერთად ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო რამ იყო მის ცხოვრებაში. „ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა - როცა ამთავრებ ჩაწერას და ხარ უბედნიერესი არა იმიტომ, რომ მოიგე ან წააგე, არამედ იმიტომ, რომ უამრავი ახალი მეგობარი შეიძინე და რაც მთავარია, შენც თაროელი გახდი. შეუერთდი ამ დიდ ოჯახს, რომელშიც ყოველთვის არის ჟრიამული, მეგობრული და სასიამოვნო განწყობა“, - ამბობს ცოტნე.

 

როგორც თავად იხსენებს, მისი პირველი თამაში კორონავირუსის პანდემიის დროს შედგა. მაშინ, როდესაც თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული იყო და ამიტომ, ცარიელ დარბაზში უწევდათ გადაცემის ჩაწერა.

 

„ჩემი პირველი თამაში კორონავირუსის აფეთქების პერიოდს დაემთხვა, ამიტომ სტუდიაში ხალხი არ იყო და სკამების ადგილზე მხოლოდ წიგნები ეწყო. ამასაც თავისი ხიბლი ჰქონდა... თუმცა მერე უფრო უკეთ შევიგრძენი რეალური თამაშის გემო, როცა გულშემატკივრები მიმაგრებდნენ ზურგს და ყოველი აპლოდისმენტი საოცარი შეგრძნების მომტანი იყო. ალბათ იმის თქმას ვცდილობ, რომ ადამიანის ცხოვრებაში არის წუთები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება და სულ სასიამოვნოდ გვემახსოვრება… ჩემი დაუვიწყარი წუთები სწორედ თაროს ჩაწერები იყო”, - გვიყვება ცოტნე.

 

ამბობს, რომ დაუვიწყარი მოგონებების შექმნასთან ერთად, წიგნების თარო მას დაეხმარა, შეეძინა ახალი მეგობრები და გაუხსნა გზა მრავალი შესაძლებლობისკენ.

 

„შესაძლებლობები შეუზღუდავია, არა? მგონი, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე, იმდენი შესაძლებლობა არსებობს. ყველა მოლოდინი, რომელიც პროექტისგან მქონდა - გამართლდა. მივიღე ხალხთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება. პროექტმა მოგვცა წვდომა განათლების მიღების შესაძლებლობებზე, იქნება ეს წიგნები, კემბრიჯი, თუ მეგობრები…“ - ამბობს ცოტნე.

 

ცოტნეს უნდა ჟურნალისტი გამოვიდეს, მაგრამ გული ექიმობისკენ მიუწევს. ამბობს, რომ კარგად ესმის რამხელა განსხვავებაა ამ პროფესიებს შორის, მაგრამ „ხანდახან უბრალოდ დინებას უნდა გავყვეთ და შევეგუოთ მოცემულობას“. მომავალში წიგნების გამოცემას გეგმავს, თუმცა ახლა პატარ-პატარა ნაბიჯებს დგამს მიზნების მისაღწევად. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯს კი „წიგნების თაროში“ ისევ მონაწილეობის მიღება წარმოადგენს - კიდევ უფრო დიდი შემართებით, სხვა ძალებით და მეტი გამარჯვების ჟინით.

 

„ამჟამად მოგებაზე მეტად კიდევ მინდა ის გრძნობები გამოვცადო, რომლებიც თაროს ჩაწერებზე მაქვს ხოლმე. საოცრად იცის მონატრება სტუდიამ. რაღაც უცნაური აურაა, სასიამოვნო და ისეთი, ჩაწერის მერე მთელი კვირა რომ მიგყვება და თავიდან რომ ვერ იგდებ. მაგრამ იმას კი არ ვამბობ, მოგება არ მინდა-მეთქი. მინდა, აბა არ მინდა? ოღონდ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი დრო რომ მოვა, მერე მოვიგებ, ჯერ ვიცდი”, - გვიხსნის ცოტნე.

 

გეგმავს, რომ არჩეული საქმით დატკბეს და აკეთოს ის, რაც სიამოვნებას მოუტანს. ამას ურჩევს თანატოლებსაც - მუდმივად ოცნებებისკენ სწრაფვას და არგაჩერებას - ისევე, როგორც ეს საქართველოს ბანკის სლოგანშია.

 

„როდესაც გადაცემის ჩაწერის დროს სტუდიაში საქართველოს ბანკის წარწერას - „არ გაჩერდეს“ ვხედავ, ის ენით აღუწერელ დრაივს მაძლევს. კამერისკენ ყოველი გახედვისას პირდაპირ მაგ წარწერას ვხედავ და ეს ძალიან მაგარია. მახსენებს, რომ არასდროს უნდა გავჩერდე და მიზნებს მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლო. თამაშის დროსაც, ამ წარწერის დანახვისას თავში სულ ეს ფიქრი მიტრიალებს - "არ მოდუნდე, არ გაჩერდე". ხოდა, ვერაფერიც ვერ გამაჩერებს”, - ამბობს ცოტნე.

 

ინფორმაციისთვისსაქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისმქონე კომპანია, აქტიურად უწყობს ხელს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას დაახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისსტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებშიუკვე 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.

 

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათშორის შეიქმნაწიგნების თაროს ონლაინ სკოლამოსწავლეებისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბითწიგნების თაროს ონლაინ სკოლაშიმონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები