USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ალალის“ ნატურალურ წვენები საფრანგეთისა და ნიუ-იორკის ბაზრებზე გავიდა

„ალალის“ ნატურალურ წვენები საფრანგეთისა და ნიუ-იორკის ბაზრებზე გავიდა

2023-03-18 15:00:29

ქართული ნატურალური წვენების ,,ალალის“ მწარმოებელი კომპანია ,,აჩინებული“ გაფართოვდა.

როგორც ,,აჩინებულის“  დამფუძნებელი, ბიზნესმენი გოჩა ღვინეფაძე  Business Insider Georgia- თან ამბობს, წარმოებაში 20%-იანი ზრდაა და განვითარებული ქვეყნების ბაზრებზეც  უფრო მყარად იმკვიდრებს პოზიციებს.

„2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. USAID -ის გრანტით ვისარგებლეთ და წარმოებაში შევიძინეთ ციტრუსისა და ბროწეულის გადამამუშავებელი დანადგარი, რაც ასორტიმენტის ზრდაშიც დაგვეხმარა. ამ ეტაპზე 9 დასახელების  27 პროდუქტი გვაქვს ბაზარზე და წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით. დაგეგმილი გვაქვს 100%-იანი ზრდა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.

შარშან, 2021 წელთან შედარებით, 20%-იანი ზრდა გვქონდა და საექსპორტო არეალიც გავაფართოვეთ. ,,ალალი“ უკვე საფრანგეთისა და აშშ-ს ბაზრებზეც გავიდა. ახალი მიმართულებაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც ასევე დავიწყეთ გაყიდვები“, - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.

„აჩინებული“ აქტიურად მონაწილეობს გლობალურ მასშტაბურ გამოფენებზე. კომპანია 14-19 მარტს კატარში დაგეგმილ საკვები და სასმელი პროდუქციის  საერთაშორისო გამოფენაზე წარდგება.

გოჩა ღვინეფაძის თქმით, ყოველი ახალი გამოფენას  ახალი კონტრაქტები და გეგმები მოჰყვება.

„კატარის გამოფენაზე დიდ იმედს ვამყარებთ და ველოდებით მოთხოვნის სოლიდურ ზრდას. უკვე ზაფხულში კი  ნიუ-იორკსა და ჩინეთის გამოფენებზეც ვაპირებთ მონაწილეობას. საკმაოდ მასშტაბური გეგმები გვაქვს. შიდა ბაზარზეც უფრო გავფართოვდებით და ადგილზე უფრო მეტი მოქალაქეების დასაქმებას შევძლებთ“, - ამბობს ბიზნესმენი Business Insider Georgia- თან.

რაც შეეხება ფასებს, 2021 წელთან შედარებით ,,ალალის“ წვენები დაახლოებით 15-20%-ით გაძვირდა, რასაც ღვინეფაძე ნედლეულსა და ენერგომატარებლებზე ფასის ზრდას უკავშირებს.

„აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება USAID -ის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს, მისი ჯამური ინვესტიცია 235 000 დოლარს შეადგენს. აქედან 75 000 დოლარია გრანტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები