შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ჩატარებული სამუშაოები სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს; შედეგად, მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფართობები შეფერხების გარეშე მოირწყვება.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 500 ათასი ლარია, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
მაგისტრალურ არხზე მოწყობილი წყალგამტარის რეაბილიტაცია ავარიული წყალსაგდების, ჩამქრობი ჭის, მილსადენისა და გაბიონის კედლების მოწყობას ითვალისწინებს; განხორციელდება ფერდზე კოროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავების სამუშაოები. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გაეცნო.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 60 მლნ ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, დამატებით, 7 540 ჰექტარზე მეტი სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 900 ჰექტარით გაიზრდება.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება