2023 წლის იანვარ-თებერვალში ავიაკომპანიებმა საქართველოს საჰაერო სივრცე 116%-ით მეტჯერ გამოიყენეს (ერთეული გადაფრენა), ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2023 წლის ორ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის 27 159-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 115.94%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით და 217,54%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით და ასევე 15,64%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
ხოლო 16,49%-ით აღემატება 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებულ გადაფრენებს.
2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 23 315 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში 23 486 გადაფრენა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში 8 553, ხოლო 2022 წლის იანვარ-თებერვალში 12 577 გადაფრენა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა