უკრაინის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელად ჩავიდა, - წერს BBC.
შესაბამისი ფოტო, ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში! თქვენი ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულება ყველა უკრაინელისათვის“,- წერს ზელენსკი Facebook-ზე.
ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ბოლო მომენტამდე გასაიდუმლოებული იყო. კიევში გაზრდილი უსაფრთხოების ზომებისა და სხვა დეტალების გამო, ჟურნალისტებს ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ახლა დაუდასტურეს.
ეს არის ამერიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და მას ორმხრივი ხასიათი აქვს: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ორი თვის წინ მიიღეს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება