ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან ჯეიჰანის ტერმინალში ნავთობის ტანკერებით გადაზიდვა განახლდა.
ამის შესახებ BP Azerbaijan-მა მედიას განუცხადა. აღსანიშნავია, რომ ჯეიჰანის ტერმინალზე ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვა თურქეთში BTC მილსადენის ოპერატორმა (Botaş International Anonim Şirketi (BIAS) 6 თებერვალს ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის გამო დროებით შეაჩერა.
2022 წლის ბოლოს, BTC-ით ექსპორტირებულია დაახლოებით 224 მილიონი ბარელი (დაახლოებით 30 მილიონი ტონა) ნავთობი, რომელიც ჯეიჰანის ტერმინალზე 305 ტანკერში ჩაიტვირთა.
BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო 1076 კილომეტრი - თურქეთის ტერიტორიაზე გადის.
მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო და 2005 წლის 18 მაისს კი ნავთობი ჩაიტვირთა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი