იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა, რომ იტალიის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ქონება ჩამოართვა.
„იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც რუს ოლიგარქებს ყველაზე მეტი სახსრები გაუყინეს. საუბარია 2 მილიარდ ევროზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ჩვენ მოვაწყობთ ღონისძიებას რომში უახლოეს კვირებში, რათა განვავითაროთ გეგმა და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი კომპანია“, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრეიერმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგ, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-მ და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება