ინდოეთში, ბასმატის გარდა, ბრინჯის თითქმის ყველა ჯიშის ექსპორტზე აკრძალვის დაწესება სურთ. ასეთი ნაბიჯებით ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში ბრინჯის გაძვირების შეკავებას. .
ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აკრძალვამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ინდოეთის ბრინჯის მარაგის თითქმის 80%-ზე. თავის მხრივ, ამ ზომამ შეიძლება გამოიწვიოს ბრინჯის ფასების ზრდა მთელ მსოფლიოში. ამავდროულად, მსოფლიო ფასები უკვე მაღალ დონეზეა იმ შიშის ფონზე, რომ ელ-ნინიოს ბუნებრივი მოვლენა სერიოზულ ზიანს მიაყენებს მარცვლეულის მოსავალს.
დღეისათვის, ერთი ტონა ძირითადი აზიური ბრინჯის ღირებულებამ 535 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გამოცემა წერს, რომ ბრინჯის გაძვირება აზიის ქვეყნების მცხოვრებთ დააზარალებთ, რადგან ის მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკვები პროდუქტია. გარდა ამისა, აზიაში მოდის ბრინჯის მსოფლიო მოხმარების 90%.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება