USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინდოეთის მთავრობა ქვეყნისთვის ძველი სახელის დაბრუნებას აპირებს

ინდოეთის მთავრობა ქვეყნისთვის ძველი სახელის დაბრუნებას აპირებს

2023-09-06 20:00:16

ინდოეთის მთავრობა აპირებს ქვეყანას ყოფილი სახელი ბჰარატი დაუბრუნოს.  ამის შესახებ ინდოეთის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელმა ჯაირამ რამეშიმ X-ზე დაწერა.

„ახლა კონსტიტუციის 1-ლი მუხლი შეიძლება იკითხებოდეს: ბჰარატი, ანუ ინდოეთი, უნდა იყოს სახელმწიფოთა კავშირი“, - წერს ჯაირამ რამეში.

მან აღნიშნა, რომ G20-ის ოფიციალური სადილის მოსაწვევები ინდოეთის პრეზიდენტისგან იგზავნება "პრეზიდენტ ბჰარატის" სახელით, ვიდრე ჩვეულებრივ "ინდოეთის პრეზიდენტის".

„ბჰარატს ინდოეთი ბრიტანელებმა გადაარქვეს. ჩვენი ქვეყანა ათასობით წელია ცნობილია ბჰარატის სახელით... ეს არის ქვეყნის უძველესი სახელი, რომელიც გვხვდება ძველ სანსკრიტულ ტექსტებში. სახელი "ინდოეთი" კოლონიურმა რეჟიმმა დაარქვა და ამდენად არის მონობის სიმბოლო. სახელი „ინდოეთი“ კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იყოს“, - განაცხადა ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ერთ-ერთმა წევრმა.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე იქნება წარდგენილი, რომელიც 18-22 სექტემბერს გაიმართება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები