ინდოეთმა, როგორც ბრინჯის უმსხვილესმა ექსპორტიორმა, შიდა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ პროდუქტის ექპორტზე ახალი შეზღუდვები დააწესა, ბრინჯის გლობალურ მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს.
ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
ინდოეთის მთავრობამ დააწესა 20%-იანი საექსპორტო გადასახადი მოხარშულ ბრინჯზე, რაც დაუყოვნებლივ აისახა ბრინჯის ფასებზე აზიაში. გარდა ამისა, საზღვარგარეთ ბრინჯის გაყიდვების დაახლოებით 80% შეიზღუდა.
ამ თვეში ბრინჯის ფასები აზიაში ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა და შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რაც ზრდის ხარჯებს იმპორტიორებისთვის, როგორიცაა ფილიპინები და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა, წერს გამოცემა.
ინდოეთის ბოლოდროინდელი პროტექციონისტული ზომები შეესაბამება მის აგრესიულ მცდელობებს, რათა შეამციროს ადგილობრივი საკვები პროდუქტების ფასები არჩევნების წინ.
ბრინჯის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კრიშნა რაომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს შიდა ფასებს და დაეხმარება ინდოეთის მთავრობას სურსათის ინფლაციის კონტროლში.
"ბრინჯი ძირითადი საკვებია მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევრისთვის. ინდოეთის დაბლოკვა ხდება იმ დროს, როდესაც საკვების ფასები ჯერ კიდევ მაღალია უკრაინაში რუსეთის ომის გამო და არასტაბილური ამინდი მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და ზეთის მიწოდებას“, - ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება