ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2075 წლისთვის 52,5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რითაც ქვეყანა ამ ინდექსით სიდიდით მეორე ადგილს დაიკავებს.
ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNBC საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
CNBC-ის ცნობით, 2075 წლისთვის ინდოეთი, რომელიც ამჟამად მსოფლიოში მეხუთე ეკონომიკაა, ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს და გაუსწრებს აშშ-ს, იაპონიას და ევროზონის ეკონომიკას. ამასთან, ჩინეთის მშპ 57 ტრილიონი დოლარი იქნება, ინდოეთის - 52,5 ტრილიონი დოლარი, შეერთებული შტატების - 51,5 ტრილიონი დოლარი, ევროზონის - 30,3 ტრილიონი დოლარი, იაპონიის - 7,5 ტრილიონი დოლარი.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ამატებენ, რომ ინდოეთის ეკონომიკის განვითარება დიდწილად მოსახლეობისა და სამუშაო ძალის აქტიური ზრდით იქნება განპირობებული.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება