USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები თითქმის 40%-ით შემცირდა

იანვარში, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები თითქმის 40%-ით შემცირდა

2023-03-02 09:48:30

ფასების შემცირებისა და დასავლეთის სანქციების გამო, რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემოსავალი იანვარში თითქმის 40%-ით შემცირდა.

ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) განაცხადა, - წერს Reuters.

Reuters-ისთვის IEA-ს მიერ მიწოდებული მონაცემებით, რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემოსავალმა იანვარში 18,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 38%-ით ნაკლებია 2022 წლის იანვარში, უკრაინაში შეჭრამდე ერთი თვით ადრე მოსკოვის მიერ დეკლარირებულ მონაცემებზე. 

მაშინ რუსეთის ფედერაციამ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან 30 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა თქვა, რომ დასავლურმა შეზღუდვებმა რუსეთის ენერგოექსპორტზე  მიზანს მიაღწია.

კერძოდ, მოხდა ნავთობის ბაზრების სტაბილიზაცია და რუსეთს ნავთობისა და გაზის შემოსავლები შეუმცირდა.

„ჩვენ ველით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემოსავლების კლება უფრო მკვეთრი იქნება უახლოეს თვეებში და კიდევ უფრო მკვეთრი საშუალოვადიან პერიოდში ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების ხელმისაწვდომობის გამო", - თქვა ბიროლმა Reuters-თან ინტერვიუში.

დეკემბრიდან ევროკავშირმა რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტი აკრძალა და სანქციები დააწესა რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ექსპორტზე. შეზღუდვები რუსეთის ნავთობის იმპორტზე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც დააწესეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები