USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Heineken რუსულ ბაზარს ტოვებს

Heineken რუსულ ბაზარს ტოვებს

2023-02-26 13:10:33

ლუდის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Heineken აპირებს დატოვოს რუსული ბაზარი და თავისი ბიზნესი ქვეყანაში 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდოს.

”ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბიზნესი გადავიტანოთ სიცოცხლისუნარიან ბაზარზე. ძალიან რთულ ვითარებაში ვართ და კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა“, - ნათქვამია Heineken-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში კონცერნმა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციაში ლუდის ექსპორტისა და საინვესტიციო პროექტების შეჩერების შესახებ.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესისი გაყიდვის შემდეგ 2023 წლის პირველ ნახევარში 300 მილიონი ევროს ზარალს ელოდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები