USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გრინპაკი“ მექანიკოსებზე დეფიციტის შევსებას უცხოელების ჩანაცვლებით ცდილობს

„გრინპაკი“ მექანიკოსებზე დეფიციტის შევსებას უცხოელების ჩანაცვლებით ცდილობს

2023-04-06 09:30:54

ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის მწარმოებელი უმსხვილეს ქართულ კომპანია „გრინპაკი“  მუშა ხელის  დეფიციტს განიცდის.

როგორც „გრინპაკის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი პაატა აბრამია Business Insider Georgia- თან ამბობს, მექანიკოსების გადამზადება არ ხდება ქვეყანაში და ამ მიმართულებით ვერც ერთ პროფესიულ სასწავლებელთან ვერ ითანამშრომლეს.

შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელი იძულებულია, უცხო ქვეყნების მოქალაქეები დაასაქმოს.

„მოსახლეობის გადინებამ დიდი პრობლემა შეგვიქმნა. კადრების მწვავე  დეფიციტია. მინიმუმ 70 ადამიანი მჭირდება კომპანიაში საწარმოო პროცესისთვის და არსებული თანამშრომლების რაოდენობა 30-საც ვერ აღწევს. უმძიმესი სიტუაციაა.

ამ ეტაპზე რა წარმოებაც არის, ეს სამუშაო ძალა მეტ-ნაკლებად საკმარისია, მაგრამ პროგრესს ვერ ვაღწევთ, ვერ ვახერხებთ განვითარებას, რაც დიდი გამოწვევაა ბიზნესისთვის.  

პროფესიულ სასწავლებლებში რა ხდება, არ ვიცი, ცუდი ვითარებაში ვართ, მექანიკოსები გვჭირდება, აღმოჩნდა, რომ ამ პროფესიის შესწავლა არ ხდება საქართველოში. ამ მხრივ ვერც ერთ პროფესიულ სასწავლებელთან ვერ ვითანამშრომლეთ.

იძულებული ვართ უცხოელების დასაქმებაზე ვიფიქროთ, ვცდილობთ კიდეც, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - აცხადებს პაატა აბრამია.

ცნობისთვის, 2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა (ქაღალდის პარკები, ჭიქები, თეფშები, სხვადასხვა სახეობის მუყაოს ყუთები და შესაფუთი საშუალებები), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ასევე უქსოვადი ქსოვილის (ტომრები, პაკეტები, დეკორატიული და სხვა ნაწარმი) წარმოებაც წარმოადგენს.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში ჯამური ინვესტიციის მოცულობა $5 მლნ–ს შეადგენს. კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა 2017 წლის დეკემბერში დაასრულა და ბაზარზე ოპერირებას დამოუკიდებლად განაგრძობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები