USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Airways-მა შესაძლოა, ვენის მიმართულებით ფრენები შეაჩეროს -  თამაზ გაიაშვილი

Georgian Airways-მა შესაძლოა, ვენის მიმართულებით ფრენები შეაჩეროს - თამაზ გაიაშვილი

2023-03-29 11:45:16

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ოპერირებას დამატებით რამდენიმე ევროპული მიმართულებაზე განიხილავს.

როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ოპერირებას ბრიუსელის, ბერლინისა და რომის მიმართულებით გეგმავს. ავიაკომპანიის გეგმებშია ასევე ფრენა მიუნხენის მიმართულებითაც. 

რაც შეეხება კომპანიის ტრადიციულ მიმართულებებს: ვენას, ამსტერდამსა და პარიზს  ფრენებს, Georgian Airways-ი დღესაც ასრულებს.

როგორც თამაზ გაიაშვილი ამბობს, თუ ავიაკომპანია Wizz Air-ის ვენის მიმართულებით ფრენებს განაგრძობს, მაშინ Georgian Airways-ი იძულებულია აღნიშნული მიმართულება გააჩეროს, რადგანაც ავიაკომპანიისთვის ეს უკვე წამგებიანია.

სხვა მიმართულებებზე ფრენების გეგმაზე საუბრისას კი გაიაშვილი ამბობს, რომ „ჯერჯერობით საბოლოო გეგმაზე არ შევთანხმებულვართ. ვერ ვალაგებთ. არასტაბილური ვითარებაა“. 

ერევნის მიმართულებაზე Georgian Airways-ი  მიმდინარე ზაფხულისთვის სიხშირეების ზრდას არ ელოდება, რადგანაც თამაზ გაიაშვილის თქმით მოთხოვნა შემცირებულია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები