USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა

2023-02-13 13:05:14

„მთავრობის მიერ დაანონსებული განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა, რომელიც წარიმართება კონკურენტულ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილ გარემოში, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი ფასის მიღებას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მხარდაჭერის სქემა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის  სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

  • ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
  • ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
  • მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
  • სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები