USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გამანაწილებელ კომპანიებში სემეკთან შეთანხმებით დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესი გამკაცრდა

გამანაწილებელ კომპანიებში სემეკთან შეთანხმებით დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესი გამკაცრდა

2023-02-23 15:54:27

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების განცალკევების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სემეკთან შეთანხმებით კომპანიებში დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესები გამკაცრდა.

სემეკის გადაწყვეტილებით „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესებში“ შესული ცვლილების შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცრის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება. ცვლილებით განსაზღვრა, რომ შესაბამისობის ოფიცრობის კანდიდატი არ უნდა წარმოადგენდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა შემადგენელი ნაწილის მიერ დასაქმებულ პირს, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში.

წესებში განხორციელებული ცვლილება განპირობებული იყო არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატის შერჩევის პროცესში წარმოშობილი ხარვეზებით. აღნიშნული ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ეფექტიანი იმპლემენტაცია, რომლის განხორციელების ვალდებულებაც აიღო საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ენერგეტიკულ გაერთიანებაში (Energy Community) გაწევრიანებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები