USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაძვირდება თუ არა კვერცხი სააღდგომოდ?

გაძვირდება თუ არა კვერცხი სააღდგომოდ?

2023-03-22 14:00:25

მწარმოებლების ინფორმაციით, კვერცხის წინასააღდგომოდ შეიძლება გაიაფდეს. მართალია, წარმოებას ფასის კლების საფუძველი რეალურად ნაკლებად აქვს, თუმცა ფიქრობენ, რომ იმპორტირებულ კვერცხთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ, ამიტომ ფასის დათმობა მოუწევთ.

ქართული კვერცხის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ,,პატარძეულის“ დირექტორის, ოთარ მუჩიაშვილის ინფორმაციით, დიდი რაოდენობით შემოდის იმპორტი, რასაც ჩვენი წარმოება კონკურენციას დაბალი ფასის გამო ვერ უწევს.

„გაძვირება გამორიცხულია, საუკეთესო შემთხვევაში ფასს შევინარჩუნებთ, თუმცა ველოდებით იმპორტის მკვეთრ ზრდას, რაც ფასის კლებას გვაიძულებს. რა მაჩვენებლით დაკორექტირდება ფასი, ვერ გეტყვით, მაგრამ ცვლილება იქნება. სამწუხაროდ, არანაირი კონტროლი არ არის, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა, ისე შემოაქვს ქვეყანაში პროდუქტი და დემპინგურ ფასში იყიდება, დიდი განუკითხაობაა. აქედან გამომდინარე, მეტი ალბათობაა, რომ კვერცხი მცირედით გავაიაფოთ, რაც მომხმარებლისთვის კარგია, მაგრამ წარმოება ზარალდება“, - ამბობს მუჩიაშვილი.

თუმცა მწარმოებელთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ფასს შეინარჩუნებს.

კომპანია „კუმისის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, კვერცხი არ გაძვირდება, მაგრამ გაიაფების მოლოდინიც არ აქვს.

„კვერცხი ისედაც 25-30%-ით არის გაძვირებული, ამაზე მეტად ფასს ვერ შევეხებით. თუმცა გაიაფებას ვერ შევძლებთ, ისედაც მაღალი თვითღირებულებაა და წაგებაზე ხომ არ ვიმუშავებთ?! ფასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური გავლენაც იგრძნობა და კომუნალური გადასახადების სიძვირეც“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი Business Insider Georgia-თან.

ცნობისთვის, საქართველოში კვერცხის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 36,550 მლნ ცალი (5,834 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წელს - 17,139 მლნ ერთეული (1,218 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იმპორტირებული კვერცხის 89,5% თურქეთზე მოდის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები