USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნა გაიზარდა, პროცენტი შემცირდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნა გაიზარდა, პროცენტი შემცირდა

2023-04-10 11:33:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 4 აპრილს 2-წლიანი 40 მლნ ლარის (15.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა დაახლოებით. 2.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.001პპ-ით შემცირდა და 8.617% შეადგინა.

ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 4 აპრილს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 2.8-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.265 პპ-ით შემცირდა და 9.378% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 11 აპრილს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გაიყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები