სანქციებმა და ნებაყოფლობითმა ბოიკოტებმა აიძულა რუსეთი შეცვალოს თავისი საერთაშორისო ვაჭრობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რუსეთის სავაჭრო პოლიტიკამ გადაინაცვლა აღმოსავლეთისკენ, ევროპისგან მოშორებით. აღნიშნილია ევროპის ცენტრალური ბანკის ანალიზში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აიძულა ევროკავშირი და მისი პარტნიორები
რუსეთისათვის ფართო სანქციები დაეწესებინათ მათ შორის, ამავდროულად აიკრძალა რუსეთში გარკვეული ტიპის მანქანებისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტი, ბებრმა ევროპულმა ფირმამ შეამცირა ან მთლიანად გააყინა ვაჭრობა რუსულ კომპანიებთან. ომი გაგრძელების პარალელურად, ევროკავშირმა და G7-მა ასევე დააწესეს აკრძალვები და ფასების ლიმიტი რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე. ამ ქმედებების შედეგი იყო ფუნდამენტური ცვლილება რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებში ევროკავშირთან და დანარჩენ მსოფლიოსთან. ჯამში რუსეთი უფრო მეტად დამოკიდებული გახადა არასანქცირებულ სავაჭრო პარტნიორებზე, რითაც ქვეყნის ეკონომიკა მთლიანობაში უფრო მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ აღმოჩნდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება