USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წელს აზერბაიჯანიდან €15,6 მილიარდის გაზი შეისყიდეს

ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წელს აზერბაიჯანიდან €15,6 მილიარდის გაზი შეისყიდეს

2023-03-22 09:08:32

ევროკავშირის ქვეყნებმა - იტალიამ, საბერძნეთმა და ბულგარეთმა, 2022 წელს აზერბაიჯანიდან 15 მილიარდ 598 მილიონ 852,881 ათასი ევროს ღირებულების ბუნებრივი აირი შემოიტანეს. 

ევროსტატის მიხედვით, 2021 წელს აზერბაიჯანიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის იმპორტის ღირებულებამ 3 მილიარდ 892 მილიონ 233,012 ათასი ევრო შეადგინა.

ამრიგად, აზერბაიჯანიდან 2022 წლისთვის გაზის შესყიდვის ღირებულება დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა.

2022 წელს იტალიამ 13 მილიარდ 253 მილიონ 515,481 ათასი ევრო დახარჯა აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვაზე (ზრდა დაახლოებით 3,9-ჯერ წელიწადში), საბერძნეთმა - 1 მილიარდ 962 მილიონ 325,8 ათასი ევრო (ზრდა დაახლოებით 4,2-ჯერ), ბულგარეთმა - 383 მილიონ 11,6 ათასი ევრო (თითქმის 8-ჯერ ზრდა წელიწადში).

2022 წელს აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 18%-ით გაზარდა 22,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ევროპაში მიწოდებამ 11,4 მილიარდი კუბური მეტრი (+39%) შეადგინა.

2023 წლისთვის აზერბაიჯანი 24 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ექსპორტს გეგმავს, აქედან სულ მცირე 12 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ევროპაში გადაიზიდება.

ამჟამად ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მყიდველები არიან იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები