ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის EU4Culture ფარგლებში, მობილობის გრანტების მესამე კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. კონკურსში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვანებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დედაქალაქებში. გრანტები განკუთვნილია სხვა ქვეყანაში სტაჟირებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვანებსა და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენლებს.
კანდიდატი უნდა იყოს 18 ან მეტი წლის და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე ან ლეგალური რეზიდენტი. კონკურსი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მონაწილეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დედაქალაქებში და საკონკურსო ბიუჯეტის ნახევარს სწორედ მათთვის გამოყოფს (აღნიშნული არ ვრცელდება უკრაინელ და ბელარუს აპლიკანტებზე).
საკონკურსო დაფინანსება მოიცავს ოთხი ტიპის მობილობას: მოკლევადიანი (7-10 დღე) - 1,500-მდე ევრო საშუალოვადიანი (11-35 დღე) - 3,500-მდე ევრო გრძელვადიანი (36-84 დღე) - 5,000-მდე ევრო ვირტუალური (სხვა ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებაში ონლაინ მონაწილეობა) - 1,000-მდე ევრო მობილობის პროექტების განხორციელება 2023 წლის 1-ლი ივნისიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია შესაძლებელი.
EU4Culture-ის მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი არჩეული საერთაშორისო მობილობისთვის. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 მარტი, 15:00 (ცენტრალური ევროპის დროით).
23 თებერვალს 13:00 საათზე ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მობილობის გრანტების შესახებ. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Culture პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ორი საგრანტო კონკუსის შედეგად155 ხელოვანი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი დაფინანსდა.
პროექტი 2024 წლამდე კიდევ ორი საგრანტო კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.
ევროკავშირი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარს უჭერს კულტურის სფეროს, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალის გაძლიერებას რეგიონში. პროექტს, EU4Culture, ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი