USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთ წელიწადში ბოსტნეული 26%-ით, პურპროდუქტები - 21%-ით, რძის პროდუქტები - 17%-ით გაძვირდა

ერთ წელიწადში ბოსტნეული 26%-ით, პურპროდუქტები - 21%-ით, რძის პროდუქტები - 17%-ით გაძვირდა

2023-03-02 11:44:17

2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (21.0 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (14.5 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.2 პროცენტი),
  • თევზეული (12.1 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.8 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-0.3 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი)
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები