მთავრობის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნას ფერმერებში დადებითი გამოხმაურება არ გამოუწვევია. ისინი ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მოლოდინში დაგვიანდა და უკვე ძალიან გაუჭირდებათ გაყიდვა.
მიხეილ ყანდაშვილი (მსხვილი ფერმერი სიღნაღიდან) ამბობს, რომ 2 თვეში ახალ მოსავალს მიიღებენ და ისევ დაბინავების პრობლემა შეექმნებათ, რის გამოც ძველი მოსავლის მოშორება მოუწევთ, რაც ხორბლის გაიაფებას გამოიწვევს.
„რეალურად ცუდი ვითარებაა. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული ხორბლით ვინმე დაინტერესდება და დარჩენილ მარაგს გავყიდით. ფერმერებს უკვე არც აქვთ თავი, რომ სადმე გაიტანონ ხორბალი, გვქონდა ეს შანსი და დავკარგეთ. ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან იყო მოთხოვნა. წინა წლებში ირანელები აპირებდნენ კიდეც ყიდვა, ქერით იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ შეზღუდვამ მოუსწრო და ვერ გაიტანეს. დაგვიანდა, ექსპორტის შესაძლებლობა უკვე ნაკლებადაა. მოსავალი უკვე გაფუჭებულია, თან, ორ თვეში ახალიც უნდა მივიღოთ. ძველი უნდა მოიშორონ, რომ ახალი მოსავალი დააბინაონ, ეს გაძვირების ნაცვლად გაიაფებას გამოიწვევს", - ამბობს მიხეილ ყანდაშვილი Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ მეხორბლე ფერმერებისთვის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზრებზე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი