საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, სადაც შეხვედრა გაიმართა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) აღმასრულებელ დირექტორთან მაია მარკოვიჩ კოსტელაცთან.
EMSA-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ელჩი პორტუგალიაში, გიორგი მირცხულავა.
შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საზღვაო დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობის გადაცემასთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ევროპულ სერვისებში სექტორული ინტეგრაციისკენ მიმართული კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად დაფარვას და ეფექტურად აღსრულებას ემსახურება.
შედეგად, საქართველოს თავსებადობა ევროპულ სერვისებთან იზრდება, სწორედ აღნიშნულის დადასტურებაა ისიც, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარის ფარგლებში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგში მიმდინარე რეფორმები წარმატებულად შეფასდა.
„EMSA-ს შავი და კასპიის ზღვების პროექტმა გზა გაუხსნა საქართველოს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისთვის, რადგან პროექტმა გააძლიერა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები. ეს არის ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც აერთიანებს ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს ბენეფიციარ ქვეყნებში საზღვაო გარემოს უსაფრთხოებისა და დაცვის გასაუმჯობესებლად. EMSA-ს დახმარებამ გაზარდა ადამიანური რესურსების კომპეტენცია IMO-ს და სხვა საერთაშორისო საზღვაო სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტური განხორციელებისთვის.
ის მიღწევები, რომელიც პროექტის შედეგად მივიღეთ, სასარგებლო იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს დაკისრებული.“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ BCSEA II პროექტის შესწორებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, EMSA-მ შეიძინა საზღვაო დაბინძურებაზე რეაგირების აღჭურვილობა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ტექნიკური დახმარების სახით გადაეცა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, EMSA-მ ლისაბონში სააგენტოს სათაო ოფისში, მიიწვია უკრაინისა და საქართველოს დელეგაციები, საზღვაო დაბინძურებაზე რეაგირების აღჭურვილობის გადაცემასთან დაკავშირებით ხელმოწერის ცერემონიაზე.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც პროექტის ფარგლებში საქართველოს მხრიდან ბენეფიციურმა სახელმწიფო უწყებამ, მიიღო მონაწილეობა
ცერემონიაზე და სააგენტოს სახელით, შეთანხმებაზე ხელი მოაწერა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი