ეკვადორში მშენებლებმა ბეტონის დასამზადებლად დაქუცმაცებული კოკაინის გამოყენება დაიწყეს.
Rauters წერს, რომ ინკაფსულაციის მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა გადაწყვიტეს ჩამორთმეული კოკაინის ბრიკეტები და სხვა ნარჩენებისგან მიღებული ფხვნილი ცემენტთან, ქვიშასთან და წყალთან შერევით ბეტონის ბალიშების შესაქმნელად გამოიყენონ.
ტონა კოკაინის დაწვას შეიძლება დაახლოებით 12 საათი დასჭირდეს, მაგრამ ნარკოდანაშაულის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, იგივე რაოდენობის ინკაფსულაციას სამ საათზე ნაკლები სჭირდება.
„ეს პროცედურა უფრო იაფია, ნაკლებ დროს მოითხოვს და გარემოზე გავლენას არ ახდენს“, - განაცხადა პოლიციელმა.
პოლიციის ინფორმაციით, 2021 წელს ეკვადორში ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 210 ტონაზე მეტი შეადგინა.
აკრძალული ნივთიერებების უმეტესობა კოკაინია.
დღეისათვის ქვეყანაში ნარკოტიკების რაოდენობა აღემატება მის შესანახად პოლიციის 27 საწყობში განკუთვნილ ადგილს. ასევე, კოკაინის რეკორდული რაოდენობა აღემატება იმ ღუმელების სიმძლავრეს, რომლებსაც მის გასანადგურებლად იყენებენ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება