USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის მინისტრმა სავალუტო ფონდთან ქვეყანაში არსებული გამოწვევები განიხილა

ეკონომიკის მინისტრმა სავალუტო ფონდთან ქვეყანაში არსებული გამოწვევები განიხილა

2023-02-14 11:58:54

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და სავალუტო ფონდის თანამშრომლობაზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებსა და რეგიონში შექმნილი ვითარების გავლენაზე.

ასევე ყურადღება გამახვილდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის  სქემის ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონსა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ რეგიონში შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ორი წელია, საქართველო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს, ასევე გაუმჯობესებულია სხვადასხვა ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები.

ამასთან აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებობს გამოწვევებიც.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები რომეო მიქაუტაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე. აგრეთვე სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და სხვა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები