USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დსთ-ს ბაზარზე საქართველოდან ექსპორტზე მეტი პროდუქცია გავიდა, ვიდრე ევროკავშირში

დსთ-ს ბაზარზე საქართველოდან ექსპორტზე მეტი პროდუქცია გავიდა, ვიდრე ევროკავშირში

2023-02-20 12:35:59

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 83.6 პროცენტი შეადგინა.

საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი:

1. რუსეთი - $87.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 105%- ექსპორტში წილი 19.1%;
2. სომხეთი - $69.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%- ექსპორტში წილი 15.2%;
3. აზერბაიჯანი - $51.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11% - ექსპორტში წილი 11.3%;
4. ყაზახეთი - $32.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 433% - ექსპორტში წილი 7.2%;
5. ჩინეთი $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14% - ექსპორტში წილი 6.9%;
6. თურქეთი - $31.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14% - ექსპორტში წილი 6.8%;
7. ბულგარეთი - $25.7 მილიონი, კლება წინა წელთან -48% - ექსპორტში წილი 5.6%;
8. ესპანეთი - $19.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 332% - ექსპორტში წილი 4.2%
9. პერუ - $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 461%- ექსპორტში წილი 3.7%;
10. ყირგიზეთი - $16.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1,031%.-ექსპორტში წილი 3.6%;

ამასთან, საქსტატისვე ცნობით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი 87.8 მილიონის საქონელი რუსეთში გავიდა.

ამ მონაცემებით ჩანს, რომ დსთ-ში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა და მისმა წილმა მთლიანი ექსპორტის 60%-ს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა და 16% შეადგინა. დსთ-ს ბაზარზე საქართველომ მეტი საქონელი გაიტანა, ვიდრე ევროკავშირში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები