ლარის კურსის ერთდღიან ცვლილებაზე შეფასების გაკეთება რთულია. გრძელვადიანი ფაქტორი კი ისაა, რომ ქვეყანაში შემოდის ბევრი აშშ დოლარი შესაბამისად მიწოდება მაღალია და ლარი მყარდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა განუცხადა.
„მოთხოვნა მიწოდება ადგენს ვალუტის კურსს. რაც უფრო მეტი დოლარი შემოდის, ლარი უფრო მყარია“, - ამბობს ყაველაშვილი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ფაქტორი, რის საფუძველზეც ქვეყანაში ვალუტა შემოდის.
„წმინდა ექსპორტი ( ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა), ტურიზმი, ფულადი გზავნილები“. თუმცა ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ლარის კურსის გამყარებაზე შიდა ფაქტორებთან ერთად გარე ფაქტორების გავლენა უფრო მეტია.
„ვფიქრობ ლარის კურსის გამყარებას მეტწილად უცხოეთიდან შემოსული ფაქტორები განაპირობებს. ლარის კურსის ტრენდი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მეტი დოლარი შემოვა ქვეყანაში. იმედია ტურიზმიდან შემოსავლების მიღება გაგრძელდება, ფულადი გადმორიცხვებიც იქნება.
შესაძლოა, მოიმატოს კიდეც, მაგრამ რამდენად შენარჩუნდება მიგრანტების მიერ შემოტანილი ფულის სტატისტიკა, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომში“, - ამბობს ყაველაშვილი.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნულმა ვალუტამ ახალი კვირა მნიშვნელოვანი – 0,84%–იანი გამყარებით დაიწყო და თბილისის დროით 11:30 საათისთვის $1 2,5950 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსს, 6 მარტის მდგომრეობით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6064 ლარია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი