საქართველოს დროით 21:00 საათზე, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენას ITB Berlin 2023 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის.
გრანდიოზული გალა კონცერტით, ქართველი ხელოვანები 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას და კულტურას გააცნობენ.
6-9 მარტს, ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებას და არქიტექტურას გაეცნობიან.
„საქართველოს ულამაზესი კუთხეები გერმანიის დედაქალაქის ყველაზე ცენტრალურ და ტურისტულ ადგილებშია წარმოდგენილი. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველო ამ გზავნილით 180-ზე მეტ სახელმწიფოს შორის წელს ITB Berlin-ზე მასპინძლის როლს ირგებს. საქართველოს სტენდი 1000 კვ. მ. ფართობზე მეტ ტერიტორიას დაიკავებს, სადაც 80-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი.“, - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი