დასაქმდი აეროპორტში!
აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია", დასაქმების ფორუმზე, თბილისის შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იწვევს.
ღია კარის დღე, 17 მარტს, 10:00-17:00 საათამდე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.
დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.
„ტავ ჯორჯია" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი