2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა 109 949-მა პირმა გახსნა ანგარიში. აღნიშნულია სებ-ის წერილში, რომელიც Business Insider Georgia- ს პარლამენტის წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიაწოდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი საქართველოს ეროვნული ბანკიდან ითხოვდა ინფორმაციას, თუ რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გახსნა ანგარიში ქართულ ბანკებში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე.
სებ-ის ინფორმაციით, სტატისტიკა მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებს, რადგან 2023 წლის განვლილი პერიოდის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
სებ-ის ინფორმაციით, 24-28 თებერვლის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში გახსნილი ანგარიშების სტატისტიკა ასეთია:
მარტი - 7883;
აპრილი - 10 077;
მაისი - 6 649;
ივნისი - 7 374;
ივლისი - 6 985;
აგვისტო - 6 409;
სექტემბერი - 10 016;
ოქტომბერი - 27 784;
ნოემბერი - 15 994;
დეკემბერი - 10 778;
ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა დუბლირებულ მონაცემებს მოიცავდეს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი