Keepz ახალი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც QR კოდების გამოყენებით თანხის/თიფის გადახდისა და მიღების ინოვაციური მეთოდი შექმნა.
„სტარტაპის განვითარების მიმდინარე გეგმები მოიცავს ქვეყნის რეგიონების დაფარვას. განვითარების შემდგომ ეტაპებზე კი, ცხადია, განიხილება ქვეყნიდან გასვლა და სხვა ბაზრების ათვისება“, - აცხადებენ კომპანიაში.
Keepz (ქიფზი) არის ტრადიციული ტერმინალის ინოვაციური და უფასო ალტერნატივა - მარტივი და მოსახერხებელი გზა ციფრული გადახდების მისაღებად. Keepz-ის გამოყენება შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს, (მაგ, ტაქსის მძღოლებს, ხელოსნებს, ავტომესადგომეებს), განსაკუთრებით ხელსაყრელი კი არის მათთვის, ვისაც სავაჭრო ობიექტი აქვს და ტრადიციულ ტერმინალს რიგი მიზეზების გამო არ ან ვერ იყენებს.
Keepz-ის QR ტერმინალის გამოყენების ინსტრუქცია ძალიან მარტივია - მომხმარებელი ასკანერებს QR კოდს, ირჩევს გადახდის სასურველ მეთოდს, ადასტურებს გადახდას, თანხა კი მომენტალურად ირიცხება მიმღების პირად ან ბიზნეს ანგარიშზე. Keepz-ს ტრადიციულ ტერმინალთან შედარებით ბევრი უპირატესობა გააჩნია: არის უფასო, ხელმისაწვდომი, არ სჭირდება შენახვის, ინტერნეტის, ელექტროენერგიის ხარჯი. აპლიკაციიდან შესაძლებელია მართვა - ვის ჩამოეჭრას საკომისიო, მიმღებს თუ მომხმარებელს.
„ის საუკეთესო გადაწყვეტაა e- commerce-ისთვის, რადგან ონლაინ ვაჭრობისას, გადახდის ყველა შესაძლო ალტერნატივას keepz აერთიანებს. მხოლოდ ერთი მარტივი ინტეგრაციით - მომხმარებელი იხდის ისე, როგორც უნდა : საბანკო ბარათით, apple ან google pay-ით კრიპტოაქტივით და მალე მობაილ ბანკითაც. გარდა ჩამოთვლილისა, Keepz მომხმარებლისთვის კიდევ რამდენიმე პროდუქტს აერთიანებს: 1. ინდივიდუალური ანგარიშსწორება, 2. დისტანციური გადახდა, 3. საიტზე ინტეგრირებული გადახდა, 4. თიფები და შეფასება“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია ქართულ ფინტექ ბაზარს 2023 წელს შემოუერთდა, თუმცა, მოკლე პერიოდის მიუხედავად, სტარტაპს უკვე ჰყავს სხვადასხვა ზომის ასეულობით რეგისტრირებული. მომხმარებელი, QR ტერმინალს განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ ფესტივალებზე და გამოფენა- გაყიდვებზე. გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა, Keepz თანამშრომლობს ქსელურ ბიზნესებთანაც, აქვს ინტეგრაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ანალიზის და ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამებთან: Apex, FINA , Balance.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა