USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე $75,7-მდე გაძვირდა

Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე $75,7-მდე გაძვირდა

2023-05-08 10:39:56

ნავთობი, მოსალოდნელი რეცესიის საფრთხეების შემსუბუქების ფონზე გაძვირდა.

ორშაბათს ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ივლისის ფიუჩერსების ღირებულებამ ბარელზე $75,7  შეადგინა რაც 0,4 დოლარით (0,53%) აღემატება წინა სესიის დახურვის ფასს.

პარასკევს ეს კონტრაქტები 2,8 დოლარით (3,9%)  ბარელზე 75,3 დოლარამდე გაიზარდა. 

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაში ივნისისთვის WTI ნავთობის ფიუჩერსების ფასი 0,43 დოლარით (0,6%)  გაიზარდა და ბარელზე $71,77 შეადგინა.

წინა სესიის შედეგად, კონტრაქტების ღირებულება 2,78 აშშ დოლარით (4,1%)  გაიზარდა და ბარელზე $71,34  შეადგინა.

გასული კვირის შედეგად Brent-ის ფასი 6,3%-ით დაეცა, ხოლო WTI - 7,1%-ით გაიაფდა.

Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ს ეკონომიკა სავარაუდოდ გააგრძელებს ზრდას ზომიერი ტემპით წელს და თავიდან აიცილებს რეცესიას.

გარდა ამისა, მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი აძლიერებს ნავთობის შესყიდვებს და მოთხოვნა, სავარაუდოდ, ძლიერი დარჩება მომდევნო რამდენიმე თვეში ქვეყანაში ტურისტული აქტივობის გაზრდის გამო.

ამავდროულად, მსოფლიოში ნავთობის მარაგი მცირდება და ამ პრობლემას OPEC+-ის ქვეყნების წარმოების შემცირება კიდევ უფრო გაამწვავებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები