პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ, საექსპორტო კონტროლისა და სანქციების ახალი პაკეტის შემოღებას გეგმავს, რომელიც საკვანძო ინდუსტრიებზეა მიმართული, იტყობინება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
Bloomberg-თან ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ახალი სანქციები რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე რიგ პირებს დაუწესდებათ.
ასევე მოსალოდნელია, რომ აშშ და მოკავშირეები ყურადღებას გაამახვილებენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლისა და მესამე ქვეყნებისგან მიღებული მხარდაჭერის შეწყვეტის საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა და აშშ-მ ასევე სხვა ქვეყნებმა ფინანსური სანქციები დაუწესეს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება