ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR)პრეზიდენტსნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ. შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა დაგანხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლოპერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისმოადგილე თამარ ყორიაული. შეხვედრის შემდეგ გერმანიის ტურიზმის ასოციაციის(DVR)პრეზიდენტმა ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა და იმშედეგებზე ისაუბრა რაც საქართველოს გამოფენაში მონაწილეობამ მოუტანა.
„საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა იყო შთამბეჭდავი და ბრწყინვალეგადაწყვეტილება. გამოფენა ძალიან წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის. კორონა პანდემიისშემდეგ ტურიზმის ინდუსტრიას, ხალხს ოპტიმისტური განწყობა გაუჩნდა.საქართველომ გამოფენაზესაოცარი გახსნა მოაწყო, ასეთი ბრწყინვალე წარმოდგენა არასდროს მინახავს“,-აცხადებსგერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR)პრეზიდენტი. ნორბერტფეიბიგის განცხადებით, მასპინძელიქვეყნის სტატუსით საქართველომ მიზანს მიაღწია და დიდი ყურადღება დაიმსახურა როგორცტურისტულმა მიმართულებამ.
„საქართველოს უამრავი რამ შეუძლია შესთავაზოს მსოფლიოს. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალიაქვს და ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიანწარმატებული ისტორია დაიწერა. ვფიქრობ ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი საქართველოსეწვიოს. გახსნის შემდეგ დავაგემოვნე ქართული სამზარეულო, გავეცანი უმაღლესი ხარისხისქართულ კერძებს“,-ამბობს ნორბერტ ფეიბიგი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი