პირველი მასობრივი თურქული წარმოების ელექტრომობილი TOGG გაყიდვაში რამდენიმე დღეში გამოვა, სავარაუდოდ მისი საწყისი ფასი 1 მილიონი ლირა (დაახლოებით 53 ათასი დოლარი) იქნება.
შეკვეთის განხორციელების შემდეგ, მარტის ბოლოდან 20 000 ავტომობილი მფლობელებს ეტაპობრივად 2023 წლის ბოლომდე მიეწოდებათ.
ასევე მითითებულია, რომ C-SUV Togg-ი 200 ცხენის ძალის ძრავით „ხელმისაწვდომ ფასად" ჭერის 1,6 მილიონი ლირის (დაახლოებით $85,000) დაწესების გამო გაიყიდება.
პირველი მასობრივი წარმოების თურქული ელექტრომობილის TOGG-ის წარმოებისთვის ქარხნის გახსნის ოფიციალური ცერემონია ოქტომბერში გაიმართა.
მოდელი ორი ვერსიით იქნება წარმოებული - სედანი და SUV. შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ორივე მანქანის ელემენტის დატენვას არაუმეტეს 30 წუთი დასჭირდება, შედეგად გადაადგილება 500 კილომეტრამდე მანძილზე იქნება შესაძლებელი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი