10 თვის განმავლობაში პირველად, ბაქო-სუფსის მილსადენით კასპიის ზღვაში აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოების ბლოკიდან, საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანსპორტირება მცირე ხნით განახლდა.
კომპანია BP-ი რომელიც ოპერირებას უწევს როგორც ACG საბადოს, ასევე ბაქო-სუფსის მილსადენს, ადასტურებს, რომ ნავთობის ტრანსპორტირება განახლდა.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენმა მუშაობა ივნისში შეაჩერა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითი“ იყო და ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე გადამისამართდა.
BP-ის წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის დახურვა „გამფრთხილებელი ზომებით“ იყო გამოწვეული.
BP-ის წარმომადგენელის განცხადების შემდეგ მედია წერდა, რიომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტი დაზარალდა.
მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება BP-მ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება მაისამდე გააგრძელა. შემდეგ BP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მილსადენი ივნისშიც არ იმუშავებდა.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-სუფსის მილსადენით მიედინება საქართველოს სუფსის პორტში შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ტანკერებით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება.
მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 7,2 მილიონი ტონაა. შექმნილ ვითარებაში ტექნიკურად ადვილია ნავთობის გადამისამართება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს მიმართულება უფრო ძვირია.
2021 წლის იანვარში Botas-ის ოპერატორმა გაზარდა ტრანზიტის საფასური - BTC-ით თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 0,55 დოლარიდან 1,50-2 დოლარამდე ბარელზე. მაშინ როცა ბაქო-სუფსის მილსადენზე ტრანზიტის ღირებულება ბარელზე მხოლოდ 0,42 დოლარია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი