ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის ტვირთბრუნვის მთლიანმა მოცულობამ 2022 წელს 6 მილიონ 314 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 13,6%-ით მეტია.
ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის სს სსს სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბაქოსა და თურქმენეთის პორტებს შორის ტვირთბრუნვამ შარშან 3 მილიონ 359 ათასი ტონა (მთლიანი მოცულობის 53%) შეადგინა, ყაზახეთის პორტებით - 2 მილიონ 382 ათას 956 (38%) ტვირთბრუნვა სხვა პორტებთან კი 571 ათასი ტონის ნიშნულზეა.
ჰასანლიმ აღნიშნა, რომ სატრანზიტო ტვირთის წილმა პორტის მთლიანი ტვირთბრუნვის 90% შეადგინა.
ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის კომპლექსის გახსნის ოფიციალური ცერემონია 2018 წლის 14 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მონაწილეობით გაიმართა.
ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი აზერბაიჯანის სატრანსპორტო სქემის მთავარი კერაა და თავისუფალი სავაჭრო ზონაა გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი კომპანიებისთვის.
ამჟამად ფუნქციონირებს საბორნე ტერმინალი, მშრალი ტვირთის ტერმინალი და Ro-Ro ტერმინალი, რომლებიც ექსპლუატაციაში შევიდა სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში.
პორტის სიმძლავრე 15 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი და 100 000 კონტეინერია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება