აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში აჭარის 39 სოფელსა და დაბებში დაგეგმილია:
წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა;
წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა;
წყალარინების ქსელის მშენებლობა;
წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა;
წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
მცირე და საშუალო ზომის სეპტიკური ავზების მშენებლობა;
წყლის სატუმბო სადგურების მშენებლობა;
საწყობების მშენებლობა;
ლაბორატორიების მოწყობა;
საერთაშორისო ტენდერი ორ კომპონენტს გულისხმობს, LOT-1 დაბების, ხოლო LOT-2 სოფლების ტერიტორიებს მოიცავს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი KfW სტანდარტების შესყიდვების თანახმად გამოცხადდა.
სამუშაოები FIDIC-ის რეგულაციების შესაბამისად განხორციელდება. საერთაშორისო ტენდერით დაინტერესებული კომპანიებისთვის, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 30 მაისია.
საერთაშორისო ტენდერის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელ.ფოსტიდან: info@awa.ge
ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლის სისტემის განვითარების პროექტი KfW ბანკის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აჭარის 39 სოფელსა და დაბას, თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა ექნება. 🔹პროექტის ბიუჯეტი 59.5 მილიონი ევროა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი