USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მშენებარე გვირაბთან გარე ბეტონის სექცია დაზიანდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მშენებარე გვირაბთან გარე ბეტონის სექცია დაზიანდა

2023-03-14 09:19:44

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე მაგისტრალის დაზიანების შესახებ. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, დაზიანება გამოიწვია უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყრულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.

სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მშენებარე მაგისტრალის დაზიანების ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები