ბიზნეს-პალატის პარტნიორი თურქული კომპანიები დაინტერესებული არიან ანაკლიის პორტით და გონიოში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებით, - ამის შესახებ Busieness Insaider Georgia-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა.
დავით ცირდავა Busieness Insaider Georgia-სთან მეტ დეტალზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინვესტორების ინტერესი რეალურია და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსებენთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად 20 თებერვალს ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.
შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს) და დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი