USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საგზაო კვანძი წესრიგდება

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საგზაო კვანძი წესრიგდება

2023-02-22 13:27:09

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საგზაო კვანძი წესრიგდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და ქალაქის მასშტაბით დაწყებული 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგების სამუშაოებზე ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ამ კვანძებს შორის ერთ-ერთ მონაკვეთზე - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, გადაადგილების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები ღამის საათებში იწარმოებს.

„დაწყებული გვაქვს 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ და ვთქვით, თუ როგორ ვფიქრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რათა  ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა კიდევ უფრო გავზარდოთ.  ქალაქში გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. არსებობს შესაბამისი სივრცეები, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება და ამ მიმართულებით, სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი საგზაო მონაკვეთია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობა დღის საათებში ნაკლებად შევზღუდოთ, აღნიშნული კვანძის მოსაწესრიგებლად საჭირო სამუშაოები, განსაკუთრებით, ღამის საათებში ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პრობლემურ 12 კვანძზე სამუშაოები ერთდროულად ვერ იწარმოებს, რადგან მოძრაობის შეზღუდვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად დავასრულოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები