USD 2.7428

EUR 2.8772

TRY 0.0793

GBP 3.4499

RUB 0.026387

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგენტების შესახებ კანონმა შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს - გიორგი კვირიკაშვილი

აგენტების შესახებ კანონმა შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს - გიორგი კვირიკაშვილი

2023-02-28 17:12:20

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ „ქართული ოცნების!“ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ „სამწუხაროდ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი“.

„არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ სამწუხაროდ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი.

როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეუწონლობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.

როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა, დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა“, - წერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში იკავებდა პრემიერ-მინისტრის (2015-2018 წწ), საგარეო საქმეთა მინისტრის (2015 წელს) და ეკონომიკის მინისტრის (2013-2015 წწ) თანამდებობებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები