2023 წლის თებერვალში, საქართველოში სასტუმროების ფასები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.8%-ით მეტია, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსმა 18.3% შეადგინა. ამის შესახებ PMC-ის კვლევითი ცენტრის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხეჯავახეთსა (20%) და აჭარაში (20%), ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში (-3.7%).
PMC-ის კვლევითი ცენტრის მონაცემებით 2023 წლის თებერვალში, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის იანვართან შედარებით, 1.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.6%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 16.7%-ით შემცირდა.
თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (6.4%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-5.4%).
2023 წლის თებერვალში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა2 140 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 236 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა 116 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა თებერვალში 392 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 562 ლარი შეადგინა, თბილისში - 489 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 454, ხოლო გურიაში - 339.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი