USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა

2023-03-21 11:48:50

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 71.8 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 19.6 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 10.1% შეადგინა. 

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 8.6%-ით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.2 %) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.1 %). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.9 %), მშენებლობა (8.0 %), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (7.0 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 %), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.4%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.9 %), ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობები (4.7 %).

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები