USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება - მალხაზ დოლიძე

10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება - მალხაზ დოლიძე

2023-04-06 13:32:46

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით შემცირდება. 

როგორც მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ფასის შემცირება პურის წონაზე არ აისახება.

„ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა, ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება“, -  განაცხადა დოლიძემ. 

მისივე თქმით, ქსელურ მაღაზიებში ფაისის დაკლება ორგანიზებულად მოხდება. „თუმცა უბნის და საოჯახო მაღაზიებში არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება",-  აცხადებს მალხაზ დოლიძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები