USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზურაბ ჩიკვილაძე ამერიკულ  ჰოსპიტალში  იმყოფებოდა

ზურაბ ჩიკვილაძე ამერიკულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა

2024-03-20 12:25:00


თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ქალაქ პრაღის მეექვსე ოლქის  მერთან, იაკუბ სტარეკთან, მის მოადგილეებთან, მარიამ ჰოშეკთან და მარიანა ჩაპკოვასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ამერიკულ  ჰოსპიტალს ეწვია.
სტუმრებმა, რომლებსაც ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა ირაკლი გოგოხიამ უმასპინძლა, კლინიკა დაათვალიერეს. როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და პაციენტები მათთვის  საჭირო, მაღალი ხარისხის  მომსახურებას იღებენ. 
„ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მქონე, მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკების  არსებობა  მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები მზარდი ბიუჯეტით  მოქალაქეებზეა მორგებული“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები