USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზანგეზურის დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ალტერნატივა არ არის

ზანგეზურის დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ალტერნატივა არ არის

2023-09-13 20:00:00

ზანგეზურის დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ალტერნატივა არ არის. ამის შესახებ განცხადება თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გენერალურმა დირექტორმა უფუკ იალჩინმა გააკეთა.

მისვე თქმით, თურქეთს ამჟამად ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით სტრატეგია არ აქვს.

„ამჟამად ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით არის გარკვეული პუნქტები. მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი დარეგულირდება, ჩვენ გვექნება პირდაპირი წვდომა აზერბაიჯანთან ამ დერეფნის გავლით.

იალჩინმა ასევე აღნიშნა, რომ BTK რკინიგზის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„მიზეზიც, რის გამოც რკინიგზის ხაზი ამჟამად დაკეტილია რეკონსტრუქციას უკავშირდება. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ დღეში ორი მატარებლის გაშვებას, როგორც კი BTK ექსპლუატაციას დაუბრუნდება. მინიმუმ ორ თვეში“.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები