USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Xiaomi ელექტრო მანქანების წარმოებას გეგმავს - Reuters

Xiaomi ელექტრო მანქანების წარმოებას გეგმავს - Reuters

2023-08-24 09:21:18

Xiaomi Corporation-მა ჩინეთის სახელმწიფო მარეგულირებლისგან ელექტრო მანქანების (EVs) წარმოებაზე თანხმობა მიიღო. კორპორაცია ავტომობილების წარმოებას 2024 წლის დასაწყისში გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიამ (NDRC), რომელიც არეგულირებს ახალ ინვესტიციებს და წარმოების შესაძლებლობებს ჩინეთის ავტოინდუსტრიაში, Xiaomi-ს ელექტრო მანქანების წარმოებას მწვანე შუქი პეკინში ამ თვის დასაწყისში აუნთო. 

Xiaomi გახდა მეოთხე კომპანია, რომელმაც 2017 წლის შემდეგ NDRC-ის თანხმობა მიიღო. 

Xiaomi-მ პირობა დადო, რომ ათწლეულის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საავტომობილო ბიზნესში და დაისახა მიზანი, რომ პირველი მანქანების მასობრივი წარმოება 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყოს.

კომისიის თანხმობის მოლოდინში, Xiaomi-მ გააგრძელა ეს წამოწყება, დაასრულა ქარხნის მშენებლობა, რომელსაც ყოველწლიურად 200,000 ელექტრომობილის წარმოება შეუძლია.

„Xiaomi მომავალ წელს დაახლოებით 100 000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები